რეზონანსი
23.12.2019

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა განუცხადა.

ანა ჯაბაური ამბობს, რომ ცოტნე გამსახურდია კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება, თუმცა მდგომარეობა ნელ-ნელა იმედის მომცემი ხდება.

„პირველმა 72 საათმა, საბედნიეროდ, მშვიდობიანად ჩაიარა. ეს 72 საათი იყო კრიტიკული და მნიშვნელოვანი. ასე რომ, მდგომარეობა ნელ-ნელა იმედის მომცემი ხდება და ცოტა ამოვისუნთქეთ. ისევ მართვით სუნთქვაზეა. ორ სამ დღეში კომპიუტერული ტომოგრაფია ჩატარდება და გადაწყდება ცოტნეს გაღვიძების თაობაზე. ისიც მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენი მეგობარი და კოლეგა აშშ დან ჩამოვიდა სპეციალურად ცოტნესთვის, ის არის ნიუ იორკში ცნობილი რეანიმატოლოგი, დეპატრამენტის უფროსი და ახლა კოლეგებთან ერთად გავივლით ცოტნეს ჯანმრთელობის შესახებ ყველაფერს" ,- განაცხადა ანა ჯაბაურმა.

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა.

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს, ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა.

დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ თორნიკე ქვათაძეს კი საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×