რეზონანსი
23.12.2019

ოკუპირებული სოხუმის რაიონის აკაპის თემში (ყოფილი ოდიშის თემი) ხანძარია. აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ცეცხლი თემის მაღალმთიან ნაწილში 21 დეკემბერს გაჩნდა და მის ლიკვიდაციას ე.წ. სახანძრო სამსახურის 20 კაციანი ჯგუფი ცდილობს.

ხანძარი 10 ჰექტრამდე ტყის მასივს მოედო.

აფხაზური მედია იუწყება, რომ დღეს ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში ადგილობრივი მცხოვრებლებიც ჩაერთვებიან.

სამუშაოებს რთული რელიეფი ართულებს.

წყარო: "პრაიმ ტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×