რეზონანსი
23.12.2019

„პირველკლასელი ანასტასიას პირველი სრული ნაწერი თან რა სურვილით... მადლობა ანასტასია" - წერს სოციალურ „ფეუისბუქის" გვერდზე ბათუმში 18 დეკემბერს დაჭრილი პოლიციელი ოთარ თავართქილაძე და იქვე აქვეყნებს პატარა ანასტასიას წერილს.

პატრულ-ინსპექტრი ოთარ თავართქილაძე მეწყვილესთან ერთად ჭავჭავაძის ქუჩაზე პატრულირებდა, რა დროსაც ფეხით მოსირაულე მოქალაქემ ეკიპაჟი გააჩერა. პოლიციელებს ეგონათ, რომ ის დახმარებას ითხოვდა, თუმცა მოულოდნელად 35 წლამდე მამაკაცმა ავტომობილიდან გადასულ ოთარ თავართქილაძეს დანით კისრის არეში ორი ჭრილობა მიაყენა და გაქცევა სცადა. თავდამსხმელს ოთარის მეწყვილე, ავთანდილ მჟავანაძე გაეკიდა და ადგილზევე დააკავა, რა დროსაც დაკავებულმა ისიც ფეხის არეში დაჭრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×