რეზონანსი
23.12.2019

გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი "ფეისბუქის" მიერ გვერდების წაშლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, ამ საქმეში ნაციონალების ხელი ურევია.

"ეჭვი მაქვს, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებულმა 20-კაციანმა ჯგუფმა, რომელიც "მრავალათასიან" აქციებს ატარებს, ფეისბუქის ადმინისტრაციას ტვინი წაუღო გვებრძვიან, ვიდევნებით და გვიშველეთო. შესაძლოა, ფეისბუქის ადმინისტრაციაში ნაცნობიც გამონახეს და მიაღწიეს, რომ ნაცების მამხილებელი გვერდები დაებლოკათ. დარწმუნებული ვარ, ამ გვერდების დაბლოკვის შემდეგ ქართული ოცნების მხარდამჭერები სოციალურ ქსელში ბევრად უფრო აქტიურები გახდებიან და ნაციონალური მოძრაობის მხილების გაორმაგებული მონდომებით გააგრძელებენ. "- ამბობს კოკა ყანდიაშვილი ინტერვიუში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×