
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების დახმარებით, ხევსურეთის სოფელ ბლოს ერთადერთი მკვიდრის, გოგია გიგაურის სახლის მშენებლობა დასრულდა. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ფეისბუქით ავრცელებს. უწყების ცნობით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბლოელი გოგიასთვის საკუთარი ინიციატივით ფული შეაგროვეს, სამშენებლო მასალები შეიძინეს, რომლებიც ბარისახოდან სოფელ ბლომდე სასაზღვრო ავიაციის ვერტმფრენის დახმარებით გადაიტანეს.
"მესაზღვრეებმა სოფელ ბლოს ერთადერთ მკვიდრს სახლი აუშენეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების დახმარებით, ხევსურეთის სოფელ ბლოს ერთადერთი მკვიდრის, გოგია გიგაურის სახლის მშენებლობა დასრულდა.
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბლოელი გოგიასთვის საკუთარი ინიციატივით ფული შეაგროვეს, სამშენებლო მასალები შეიძინეს, რომლებიც ბარისახოდან სოფელ ბლომდე სასაზღვრო ავიაციის ვერტმფრენის დახმარებით გადაიტანეს.
გოგია გიგაური 45 წლისაა. ცხოვრების ნახევარი სრულიად მარტომ გაატარა. მას შემდეგ, რაც მამა-პაპისეული სახლი ზვავმა დაუნგრია, ღამეს მესაზღვრეების დახმარებით აგებულ კარავში ათენებდა.
ახალ წელს გოგია ახალ სახლში შეხვდება." - წერია განცხადებაში.



სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე