თამთა ჩაჩანიძე
23.12.2019

 „ეს საქართველოში პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი სიახლე-ინოვაციაა, რომელიც გამოიყენა „ევროპულმა საქართველომ" და მასთან აფილირებულმა დაჯგუფებებმა, ეს ახალი პოლიტტექნოლოგია, იმედია ამას „ქართული ოცნებაც" გამოიყენებს და იმ საშიშ ბოტებს და ტროლებს გამოავლენს, რომელსაც მეორე მხარე არანაკლებ ინტენსიურად იყენებს," - ასე ეხმიანება ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია, „ფეისბუქის" მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ასობით გვერდის, ანგარიშის და ჯგუფის წაშლას.

მაისაია მიიჩნევს, რომ აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და ნებისმიერი გამოხმაურება, ნებისმირი პოლიტიკური დაჯგუფებიდან, პოლიტიკური ლობისტური ინსტიტუტიდან კრიტიკა მისაღები და მნიშვნელოვანია, თუმცა, უფრო მნიშვნელოვანის ის თუ აშშ-ს სახელმწიფო სტრუქტურები რას ფიქრობენ.

„ფეისბუქანგარიშების გაუქმება გარკვეულწილად ვფიქრობ, რომ შეკვეთა იყო, ფაქტიურად ეს ქმედება ატლანტიკური საბჭოს ჩაწოდებით მოხდა, რომელიც ამერიკული ნიუკონსერვატორების პოლიტიკური დაჯგუფების (ნეოკონების) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და რომლებიც საქართველოს დღევანდელ მართველ პოლიტიკურ ძალას ემტერებიან, კონგრესშიც მათი მომხრეების მიერ გაკეთებული განცხადებები და ა.შ.

„ნეოკონების" დასაყრდენი საქართველოში, დღეს „ევროპული საქართველო" და მასთან ასოცირებული პოლიტიკური დაჯგუფებებია. ჩვენ არ უნდა ვთქვათ, რომ ეს ამერიკის ხელისუფლების გარკვეული დამოკიდებულებაა, აქ მთავარია რა პოზიციაზე დგას ტრამპის ადმინისტრაცია, სახელმწიფო დეპატრამენტი და პენტაგონი, ანუ აშშ-ს სახელმწიფო სტრუქტურები, ეს უფრო მთავარია ჩემი აზრით, ვიდრე გარკვეული პოლიტიკური დაჯგუფებები რას იტყვიან.

„რა თქმა უნდა, აშშ ჩვენი მთავარი სტრატეგიული მეგობარია და ნებისმიერი გამოხმაურება და კრიტიკა, ნებისმირი პოლიტიკური დაგუფებიდან, პოლიტიკური ლობისტური ინსტიტუტიდან მისაღები და მნიშვნელოვანია" - აცხადებს მაისაია.

მაისაია აცხადებს, რომ თუ მარკ ცუკერბერგს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ყალბი ანგარიშები კიდევ არსებობს, შესაძლოა მორიგი წმენდაც ისევ ჩაატაროს.

„ცუკერბერგს ბუნებრივია არავითარი კონკრეტული დაინტერესება და ჯინი არ აქვს საქართველოს მიმართ, მას მხოლოდ გარკვეულწილად პოლიტიკურად აფილირებულმა ჯგუფმა მიაწოდა, რომ ასეთი ტიპის დარღვევები არსებობს და მან მიიღო ის ზომები, რაც მას ევალებოდა. მან ანალოგიური ქმედება ვიეტნამსა და აშშ-შიც განახორციელა.

„თუ ცუკერბერგის ოფისს კიდევ მიეწოდება კონკრეტული ინფორმაცია, რომ ესა და ეს ქმედება ხდება, რა თქმა უნდა, კიდევ ჩატარდება წმენდა, ფეისბუქის პოლიტიკაა ასეთი, ასეთი ტიპის წმენდები მუდმივად ხორციელდება.

"მაგალითად, თუ „ფეისბუქს" „ქართულ ოცნებასთან" აფილირებული ჯგუფები მიაწვდიან, რომ ასებობს სხვა ტიპის ტროლებიც, (არ მგონია, რომ მაგალითად „ნაცმოძრაობას და „ევროპულ საქართველოს არ ჰყავდეთ თავიანთი ბოტები), ისინიც ანალოგიურ ქმედებას განახორციელებენ და მათი აქაუნთებიც შესაძლოა იქნას გაუქმებული.

„უნდა ითქვას, რომ ვირტუალურ ქსელებში უკვე საკმაოდ ცხარე, მწარე პოლიტიკური ბრძოლა დაიწყო, არა მხოლოდ ქართულ წინასაარჩევნო რეალობაში, არამედ მთელს ვირტუალურ სივრცეშიც არანაკლებ დაუნდობელი ბრძოლა გაჩაღდება.

„ელექტრონულ სივრცეში მოკვლევის შედეგად ნებისმიერ მოქმედი რღვევების მიმართ ანალოგიური ქმედება განხორციელდება, ეს ჩვეულებრივი პროცედურაა, მე ამაში არაჩვეულებრივს ვერ ვხედავ,

„აქ ის მომენტია, რომ უბრალოდ „ევროპულმა საქართველომ" გამოიყენა ის უჩვეულო პოლიტიკური ტექნოლოგია , რომელიც „ქართულ ოცნებამ" ვერ მოისაზრა და მისმა ტექნოლოგიებმა ვერ გათვალეს.

„ეს საქართველოში პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი სიახლე, ინოვაციაა, რომელიც „ევროპულ საქართველომ" და მასთან აფილირებულმა დაჯგუფებებმა გამოიყენეს, ეს ახალი პოლიტტექნოლოგია, იმედია ამას „ქართული ოცნებაც" გამოიყენებს და იმ საშიშ ბოტებს და ტროლებს გამოავლენს, რომელსაც მეორე მხარე არანაკლებ ინტენსიურად იყენებს" - განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×