
მიმდინარე წლის 18 დეკემბერს, ბათუმში, უნობმა პირმა საპატრულო ეკიპაჟის წევრები ოთარ თავართქილაძე და ავთანდილ მჟავანაძე გააჩერა და პატრულ-ინსპექტორ და ამავე დროს, საქართველოს მკლავჭიდელთა ნაკრების წევრ თავართქილაძეს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.
დაჭრილი პატრულის ახლო მეგობარია „პლანეტის ყველაზე ძლიერი" ჩემპიონი მკლავჭიდში, ლევან საგინაშვილი. ქართველი ჰალკი" ოთარ თავართქილაძის შესახებ:
"ოთარი ძალიან კარგი სპორტსმენია, ადრე მოჭიდავე იყო, მაგრამ რამდენიმე წლის წინ მკლავჭიდში გადმოვიდა. ძალიან წარმატებული სპორტსმენი და მკლავჭიდის ფედერაციის ნაკრების წევრია. რამდენჯერმე, საქართველოს ჩემპიონი და ასევე, ბათუმის საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული იყო. ძალიან ძლიერი და წარმატებული სპორტსმენია.რაც მკლავჭიდის ფედერაციაში გადმოვიდა, მას შემდეგ ვმეგობრობთ - დაახლოებით ათი წელია. ოთარი აჭარიდან არის, ბათუმში ცხოვრობს და ამის გამო, ხშირად ვერ ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ ტელეფონით, ყოველთვის გვაქვს კონტაქტი. სანამ დაჭრის ფაქტი მოხდებოდა, რამდენიმე საათით ადრე დამირეკა და დიდხანს ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე. "
წყარო: "პრაიმ ტაიმი"