რეზონანსი
23.12.2019

(რეზონანსი) პარტია "სამართლიანობისთვის" პოლიტ. საბჭოს წევრი, ვარლამ ხათრიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

"ბოტებითა და ტროლებით შეიძლება საზოგადოების მართვა - ასეთი წარმოდგენა აქვს ხელისუფლებას და მის "კოლმეურნეობის თავმჯდომარეს" ჩვენზე. მასაც აჯერებენ სიცრუეში, თუ არ დააჯერეს თანხებს ისე ხომ არ გადაიხდის. პარადოქსია მაგრამ თავისსავე მოტყუებაშიც იხდის ფულს, მოსწონს თვითდაჯერებულს სიყალბეში ყოფნა... სიცრუე და სიყალბე გახდა ივანიშვილის და გახარიას ნიშა...

სიცრუის მანქანის შექმნაში დაიხარჯა და იხარჯება ასიათასები. თავად უკვე გახრწნილები ხრწნიან ყველაფერს რასაც ეხებიან, ხრწნიან ახალგაზრდებს, რომლებსაც თანხებს თავისივე თანამოქალაქეების, თავისივე თანამემამულეების მოტყუებასა და ლანძღვაში უხდიან...

ყანდიაშვილი, რომელიც შავი პიარის მამაა (დედაც) მოეკითხება ამისთვის. მოვა დრო და თავის გადარჩენისთვის ბევრ რამეს "დაფქვავს"...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×