რეზონანსი
23.12.2019

(რეზონანსი) მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძე გადაცემა "სხვა ნანუკას" ეთერში გავრცელებული მიმართვის შემდეგ სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს და ადამიანება, რომლებსაც პირად შეტყობინებებში ვერ პასუხობს ბოდიშს უხდის.

"გამარჯობა, მომართვების რაოდენობამ მოლოდინსაც გადააჭარბა და ჩემს შესაძლებლობებსაც, რომ ყველას საკმარისი დრო დაგითმოთ. ამიტომ ბოდიშს მოვუხდი, თუ ვინმესთან მიმოწერაში არ ვიყავი საკმარისად ყურადღებიანი. ვწუხვარ, რომ ამდენი ხართ, მაგრამ გამარჯვების დასაწყისად ვთვლი, რომ ჩუმად დარჩენას მოწერა არჩიეთ. მზად ვარ მთელი ჩემი დრო და ენერგია დავუთმო თქვენს დარწმუნებას, რომ სუიციდი იგივე მკვლელობაა და არცერთ შემთხვევაში (!) არ არის სწორი გამოსავალი, სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც გყავს. ხოდა თქვენ ყველას გყავთ გულშემატკივარი - ეს მე ვარ, თქვენი ყველას გულშემატკივარი მთელი გულით, არ დავიხევ უკან, არ ვიქნები ლიმიტირებული, სანამ ცოცხალი ვარ ვიბრძოლებ თქვენთვის! ჩვენ ერთად ვიპოვნით გამოსავალს, სიცოცხლის ხალისს, ძალას და სხვებსაც დავეხმარებით, მივცემთ მაგალითს როგორ გადალახონ რთული პერიოდი, გავუღიმებთ, ჩავეხუტებით და სიცოცხლის სურვილს ვირუსივით გადავდებთ ერთმანეთს", - წერს გიორგი გვარჯალაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×