
„საქართველოში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები ცნობილი და გულსატკენია ყველასათვის. საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი შვილები, დედები შვილებს მომავლისთვის ზრდიან მომავალი საქართველოსთვის", - წერს სოციალურ ქსელში ორი წლის წინ ქობულეთიდან გაუჩინარებული 17 წლის გოგი დოლიძის დედა. მისი შვილის კვალს ამ დრომდე ვერავინ მიაგნო.
„ლუკას (სირაძე) სიკვდილში ერთი და ორი კი არა, ყველა დამნაშავეა. მე, როგორც გაუჩინარებული გოგი დოლიძის დედა ორი წელია შვილს ვეძებ. დღემდე ველოდები სამართალდამცველებისგან პასუხს, მაგრამ მათში პასუხი არ არსებობს.
გოგის გაუჩინარებისას ბევრი მიზეზი დასახელდა, მათგან ერთ-ერთი - თანაკლასელ მეგობრებთან ქეიფია.
იქ ყოფნის დროს გოგიმ სახის დაზიანებები მიიღო. დღემდე არავინ ამბობს სრულ სიმართლეს იქ რა მოხდა, დაცემა, თუ ჩხუბი. რა თქმა უნდა, ამ ფაქტან დაკავშირებით ძიება მიმდინარეობდა, მაგრამ გამომძიებელმა თქვა - არ მაქვს უფლება ზეწოლა განვახორციელო ბავშვებზეო", - წერს მანანა დოლიძე და იქვე მოუწოდებს ახალგაზრდებს ნუ დაასრულებენ სიცოცხლეს თვითმკვლელობით.
„იმედია მსგავსი აღარ განმეორდება! დაფიქრდით ახალგაზრდებო, გოგო-ბიჭებო, ცხოვრება მშვენიერია!!!! დატკბით სიცოცხლით.
დაივიწყეთ მეცხრე სართული და მალქუფი. ეს თქვენი საქმე არაა.
ნუ ატირებთ დედებს. დედა ერთადერთი, ვისაც უყვარხართ", - წერს სოციალურ ქსელში მანანა დოლიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე