
„ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს ჩვენთან ნართაული საუბარი არ სჭირდებათ, ის, რაც სათქმელი აქვთ პირდაპირ გვეუბნებიან", - ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშივლი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას.
აშშ-ს სახელმწიფო დეპრტამენტი დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს მთავრობას „გაამყაროს მისი ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლების და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი და უზრუნველყოს პროკურატურის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისაგან".
„ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ დიპლომატიურ ენაზე „დაჟინებული მოწოდება დემოკრატიისაკენ" ნიშნავს ხელისუფლების გადაბარებისთვის მზადებას.
„რა თქმა უნდა, ბაჩუკი ქარდავას განცხადებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს მისი მოსაზრებაა და ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოთქვას თავისი აზრი.
„რაც შეეხება დიპლომატიურ ენას, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს ჩვენთან ნართაულად საუბარი არ სჭირდებათ, რაც სათქმელი აქვთ, პირდაპირ გვეუბნებიან.
„რა თქმა უნდა, სახელმწიფო დეპარტამენტის აზრი მეტად მნიშვნელოვანია. შემიძლია ვთქვა, რომ მკაცრი შეფასებაა, ამ მკაცრ შეფასებას კი სჭირდება სათანადო რეაგირება. რეაგირება შეუძლებელია ერთი ნაბიჯით, აქ საჭიროა კომპლექსურად საკითხების განხილვა", - განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი მენაღარიშვილმა.