რეზონანსი
25.12.2019

 ასტროლოგიის მოყვარულები მეტწილად დასავლური ჰოროსკოპით ხელმძღვანელობენ და ნაკლებად ინტერესდებიან აღმოსავლური კალენდრის მინიშნებებით, რომელთა გათვალისწინება არანაკლებ მნიშვნელოვანია. ბევრი ვერ ხვდება რატომ აქვს უიღბლო წელი, როცა დასავლური ჰოროსკოპი წარმატებას ჰპირდება და მხოლოდ ამ დროს ახსენდება აღმოსავლური კალენდარი, სადაც ყველა უსიამოვნების მიზეზს პოულობს.

2020 წლის მთავარ ფავორიტებად ვირთხა, დრაკონი და მაიმუნი, ვეფხვი და ძაღლი ითვლება, შედარებით რთული წელი ელის მამალს და კატას.

ვირთხა – რა თქმა უნდა, 2020 წელი ყველაზე წარმატებული ვირთხის წელს დაბადებულთათვის იქნება. დაასრულეთ ძველი საქმეები, ნაკლებად სასიამოვნო ურთიერთობები და დაიწყეთ ახალი, რადგან 2020 წელს განვითარების ახალი ეტაპი იწყება და ძალიან მნიშვნელოვანია მყარი, ძლიერი ფუნდამეტის შექმნა, რომელიც ერთგვარ სტარტად იქცევა შემდგომი წინსვლისა და განვითარებისთვის. 2020 წელს მოიმატებს პასუხისმგებლობის გრძნობა, შეძლებთ ავტორიტეტის გაძლიერებას და გავლენის სფეროების გაფართოვებას. არ ღირს მცირე მოგებით დაკმაყოფილება, უმჯობესია მეტი იმუშავეთ, მუდმივად ახალი მოიძიოთ და ეცადოთ მოიპოვოთ მაქსიმუმი. მიენდეთ ინტუიციას, რომელიც ვირთხის „სავიზიტო ბარათი“ და ყველაზე ძლიერი მხარეა. კარგი წელია პროფესიული განვითარებისთვის, პირადი ურთიერთობის და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ხარი (კამეჩი) – შინაგანი ტარნსფორმაციის წელს ხარისთვის შინაგანი მდგომარეობა უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე გარე სამყარო. კარგი პერიოდია ფსიქოთერაპიისთვის, მედიტაციური ვარჯიშებისა და ეზოთერული საკითხების სიღრმისეულად შესასწავლად. მთავარია, ზედმეტად არ გაგიტაცოთ საკუთარი თავის ძიებამ და მაქსიმალურად გამოიყენოთ წელი ნიჭისა და უნარის ახლებურად გამოსავლენად, კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის, მით უფრო, რომ ხარი მატერიალისტი ნიშანია და ნაკლებად ხასიათდება სულიერი ძიებებით. საიდუმლოდ შეინახეთ საკუთარი გეგმები, რადგან სურვილების ნაადრევად გახმოვანება მხოლოდ უსიამოვნებებს მოგიტანთ.

ვეფხვი – 2020 წელს, რომელიც სულიერი განახლების წელიწადადაც შეიძლება ჩაითვალოს,  ყველაზე პრიორიტეტული საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა და ახალი ნაცნობების შეძენა იქნება. მთავარია, სძლიოთ აპათიას, შიშის გარეშე დატოვოთ საკუთარი „ნაჭუჭი“ და აქტიურად იკონტაქტოთ გარშემომყოფებთან, თამამად ჩაებათ კოლექტიურ პროექტებში და საქველმოქმედო აქციებში, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ ავტორიტეტის გაძლიერებას და პოპულარობის მოპოვებას. არ ღირს ზედმეტი ამბიციების გამოვლენა, ეცადეთ შეურიგდეთ იმ მეგობრებს და ნათესავებს, ვინც მანამდე გაანაწყენეთ.

კატა (კურდღელი) – პროფესიული წინსვლის წელიწადში, მთავარია თამამად  იტვირთოთ პასუხისმგებლობა და არ მოერიდოთ კომპეტენტურობის გამოვლენას. კარგი წელია ახალი საქმის დასაწყებად, თუმცა ნუ გექნებათ მოულოდნელად დიდი შემოსავლის მიღების იმედი, უმჯობესია შეიმუშავოთ ხანგრძლივი მოქმედების სტრატეგია, რაც სტაბილურობის და წარმატების ეტაპობრივად მოპოვებაში დაგეხმარებათ. მართალია, კატას  ყველაფერზე უარის თქმა, უკან დახევა სჩვევია, მაგრამ 2020 წელს უმჯობესია ზედმეტი ფიქრის გარეშე მიიღოთ ყველა შეთავაზება და არ შეუშინდეთ სირთულეებს, რადგან ყოველთვის თავისუფლად შეძლებთ პრობლემების დაძლევას.

დრაკონი (გველეშაპი) – წლის მანძილზე ხშირად დაფიქრებით მაღალ იდეალებზე და ეცდებით გააუმჯობესოთ ახლობელთა ცხოვრება. არაა გამორიცხული გაემგზავროთ შორეულ მოგზაურობაში, რათა უკეთ გაიცნოთ სხვათა კულტურა, წეს-ჩვეულებები და მოიძიოთ სულიერი მასწავლებელი, რომელიც თვითშემეცნებასა და თქვენთვის საინტერესო ფილოსოფიური საკითხების გარკვევაში დაგეხმარებათ. კარგი წელია პრესტიჟულ სასწავლებელში ჩასაბარებლად ან საკუთარი შესაძლებლობების საქმიანობის ახალ სფეროში მოსასინჯად.

გველი – აღმოსავლურ კალენდარში გველი ინტუიციის და სიბრძნის სიმბოლოა, რომელსაც აზიელები ყოველთვის განსაკუთრებული პატივის სცემენ. მართალია, მისტიკით და მოულოდნელობებით სავსე წელიწადს ხშირად  მოგეჩვენებათ, რომ სერიოზულ ხიფათში გაებით, მაგრამ საბოლოოდ ყველა საფრთხე მხოლოდ თქვენი მდიდარი ფანტაზიის ნაყოფი აღმჩნდება, ამიტომ იმოქმედეთ თამამად, გამოიჩინეთ მეტი მონდომება და შრომისუნარიანობა, ობიექტურად შეაფასეთ მიმდინარე მოვლენები და მაქსიმალურად გამოიყენეთ ყველა შანსი, რათა უკეთესობისკენ შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება, თუმცა მოგიწევთ ფინანსების გაკონტროლება, რადგან ხარჯი უფრო მეტი გექნებათ, ვიდრე შემოსავალი.

ცხენი – სიყვარულის და დიდი სიხარულის წელია, როცა მსუბუქი ფლირტიც გაამართლებს, სერიოზული ურთიერთობაც წარმატებული იქნება და და ქორწინებაც. იღბლიანი წელია მათთვისაც, ვინც პროფესიული განვითარებით და კარიერული ზრდითაა დაინტერესებული. მთავარია, დროულად მოიძიოთ გავლენიანი პარტნიორები, რომელებიც წინსვლასა და წარმატების მოპოვებაში დაგეხმარებიან.

თხა (ცხვარი) –  იძულებული იქნებით დაუღალავათ იმუშავოთ, რადგან სწორედ 2020 წელს მოგეცემათ საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოყენების და სასურველი შედეგის მიღწევის შანსი, მით უფრო, რომ გაძლიერებული პასუხისმგებლობის ფონზე, არც დამატებით ვალდებულებებს მოერიდებით, რომელთა შესრულება საკმაოდ რთული იქნება, თუმცა გაძლიერებული თვითრწმენის წყალობით, ყველა სირთულეს წარმატებით დაძლევთ. მთავარია, ყველა საქმე ერთ სისტემაში მოაქციოთ, რადგან ქაოსი და არეულობა პირველ რიგში თქვენს ჯანმრთელობაზე აისახება ნეგატიურად.

მაიმუნი – ძალიან მხიარული წელია, რომელიც სიყვარულს და წარმატებას მოგიტანთ. თავისუფლად შეძლებთ ნიჭის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას. მთავარია, არ იზარმაციოთ დაისახოთ მიზნები და არა მხოლოდ იოცნებოთ, არამედ რეალურად შეუდგეთ მათ განხორციელებას.

მამალი – დაუთმეთ წელი ოჯახს და პირად ურთიერთობებს, საქმესა და კარიერაზე კი, მოგვიანებით იზრუნეთ. შეცვალეთ ბინის ინტერიერი და აუცილებლად გაითვალისწინეთ ფენშუის პრონციპები, შეგიძლიათ წამოიწყოთ რემონტი და მოიწყოთ კომფორტი, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ ჯანმრთელობის და განწყობის გაუმჯობესებას. კარგი წელია უძრავი ქონების, მათ შორის აგარაკის ან მიწის ნაკვეთის შესაძენად.

ძაღლი – სწავლის, ცოდნის შეძენის და ინფორმაციის შეგროვების წელია, რაც მიზნების სწორად დასახვასა და განხორციელებაში დაგეხმარებათ. განსაკუთრებით მათ გაუმართლებთ, ვისაც უცხო ენის, ფსიქოლოგიის შესწავლა სურს, არაა გამორიცხული გაგიტაცოთ პროზამ და პოეზიამ, მთავარია ხატოვნად გამოთქვათ და სხვასაც გაუზიაროთ საკუთარი გრძნობები.

ტახი (ღორი) – მართალია, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებთ მატერიალურ მდგომარეობას, მაგრამ მაინც არ ღირს ფულის უყაირათოდ ხარჯვა, რადგან ფინანსური წარმატების მოპოვებას მხოლოდ ის შეძლებს, ვინც გონივრულად გაანაწილებს შემოსავალს, სარფიანად დააბანდებს და დანაზოგსაც გააკეთებს. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ივარჯიშეთ და დაიცავით დიეტა, რადგან მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა დაგეხმარებათ პოზიტიური ენერგიების აკუმულირებასა და წარმატების მოპოვებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×