
ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"შეცდომაა - "კათოლიკურ შობას გილოცავთ". სწორია - "ქრისტეს შობას გილოცავთ". ქრისტე დაიბადა 25 დეკემბერს. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ამ თარიღს აღნიშნავს 7 იანვარს.
25 დეკემბერს, როგორც ქრისტეშობას ასევე დღეს აღნიშნავს რუმინეთის, ბულგარეთის, ანტიოქიის, ეთიოპიის და საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიები. რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულად "კათოლიკების შობა" კი არა, ქრისტეს შობაა და ვინც აღნიშნავს ყველას ვულოცავ", - წერს დათო ლიკლიკაძე.
რატომ ვდღესასწაულობთ საქართველში მაცხოვრის შობას 7 იანვარს, დასავლურ-ქრისტიანულ სამყაროში კი - 25 დეკემბერს?
25 დეკემბერს ქრისტეშობის დღესასწაულია
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე