
სოციალურ ქსელში, ანიტასთვის შექმნილ ჯგუფში მისი ჯანმრთელობის შესახებ წერს მარიკა ხუციშვილი და ანიტას გულშემატკივრებს ახალ ამბავს აცნობს.
40 ღამე გავიდა და ჩვეული ერთიანობაა სიკეთის ჯგუფში!
ანიტა პალატაში გადაიყვანეს სადაც მის დედიკოს და მამიკოს მუდმივად შეუძლიათ ყოფნა.
როგორც იცით მიმდინარეობს გამოკვლევები და მსჯელობა, თუ რა გზით გაგრძელდება ანიტას გულის მკურნალობა.
ინდოელი ექიმები ტრანსპლანტაციას ყველაზე ბოლო ვარიანტად განიხილავენ. მათი თქმით, თავდაპირველად უნდა მოხდეს თერაპიული კურსის ჩატარება რის შემდეგაც გადაწყდება ჩადგება თუ არა აპარატი ანიტას გულში.
ე.წ ხელოვნური გულის ჩადგმის შემთხვევაში მოხდება დაკვირვება პაციენტზე და თუ ამ აპარატის მეშვეობით გულმა შეძლო ძირითადი ფუნქციების აღდგენა, 6 თვეში ერთხლ მოხდება ანიტას მდგომარეობის კონტროლი და აპარატის ეფექტურობის შემოწმება.
არ არის გამორიცხული ანიტასთვის გულის გადანერგვა გადაწყდეს, თუმცა რადგანაც ყველა გადანერგილი გული "ლიმიტირებულია" რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული პერიოდის მერე საჭირო ხდება ორგანოს თავიდან გადანერგვა, ამიტომ ექიმების განმარტებით უმჯობესია თავდაპირველად მოისინჯოს ყველა მეთოდი იმისათვის, რომ ტრანსპლანტაცია ანიტას ზრდასრულ ასაკამდე არ დასჭირდეს. - საუკეთესო შემთხვევაში კი გადანერგვის საჭიროება საერთოდ არ დადგეს.
ეს ყველაფერი, ჯერ-ჯერობით მსჯელობის საგანია, დასრულებული სამოქმედო გეგმა მხოლოდ ბავშვის სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ დაისახება.
ერთად მივიწევთ გამარჯვებისკენ!
#ანიტასსთვის".
ანიტას შესაძლოა ოპერაცია არ დასჭირდეს
ინდოეთის კლინიკა ანიტას შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს
"ჩვენმა გოგომ გადარია ინდოელი "დოხტურები"..."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე