რეზონანსი
25.12.2019

სტეფანე ახალი წლის ღამეს "რედისონ ქოლექშენ წინანდლის მამულში" მღერის. ფასი 2167 ლარიდან იწყება. ფასმა საზოგადოება ისე აღაშფოთა, რომ მუსიკოსს ამაზე განმარტების გაკეთება მოუხდა.

„შეგნებულად ავიღეთ პაუზა და თვეების განმავლობაში არსად ჩაგვიტარებია კონცერტი, რადგან სწორედ ამ საღამოსთვის ვინახავთ საუკეთესო ემოციებს. კარგად რომ დაფიქრდე და სხვა შეთავაზებებს შეადარო, შეიძლება იაფიც გამოდის...

მოკლედ, ზოგადი ხარჯი იმდენად დიდია, რომ, რაც არ უნდა საკვირველი იყოს, ეს საღამო უფრო საიმიჯოა, ვიდრე კომერციული, რადგან დარბაზში ადგილები შეზღუდულია (მადლობა, რომ ბილეთების უდიდესი ნაწილი უკვე გაყიდულია)..."

როგორც სტეფანე „პრაიმტაიმთან" კომენტარში ამბობს, ეს კონცერტი საახალწლო ღამის ბონუსია და იმ სერვისის გათვალისწინებით, რაც ამ ფასში შედის, საერთოდ არ არის ძვირი.

სტეფანე: - ორი ღამით ორ პერსონაზე საუზმით, ვახშამით, სასმლით, გართობთ, სპით, დიჯეებით - ეს ფასი ძვირი საერთოდ არ არის. ზოგი ნომერი ამ სასტუმროში 355 დოლარი ღირს. უბრალოდ, პოსტერზე ჩემი ფოტო რაკი ნახეს, ჰგონიათ, რომ ჩემი კონცერტი ღირს 2167 ლარი. სიგიჟეა. ჩემი კონცერტი არის საახალწლო ღამის ბონუსი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×