
ტელეკომპანიების: ტვ პირველის, კვაკასიისა და რუსთავი 2-ის ანგარიშებს ინკასო დაედოთ.
რა არის ინკასო? - კანონმდებლობით, თუ გადამხდელი დადგენილ ვადებში არ შეასრულებს ბიუჯეტის წინაშე არსებულ ვალდებულებებს, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს აღიარებული დავალიანების ფარგლებში საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწეროს დავალიანების ოდენობის თანხები.
შესაბამისი გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტრომ მიიღო, რომელმაც ტელეკომპანიებს მიმდინარე, ანუ 1 ოქტომბრიდან მოყოლებული დავალიანებების გადასხადელად 1-დღიანი ვადა მისცა.
კავკასიის დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი წერს, რომ ეს, პრაქტიკულად, ტელევიზიის გაჩერებას ნიშნავს, რადგან "ორგანიზაცია ვერ შეძლებს ვერანაირი ოპერაციის განხორციელებას".
ინკასოს თაობაზე შეტყობინება მიიღო ტელეკომპანია რ2-მაც. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს პაატა სალიამ დაუდასტურა. ინფორმაციას ინკასოს შესახებ ადასტურებენ ტვ პირველშიც.
25 დეკემბერს ამოიწურა ფინანსთა სამინისტროს მიერ ტელევიზიებისთვის მიცემული ერთდღიანი ვადა იმისთვის, რომ მიმდინარე დავალიანება დაფარონ.