რეზონანსი
25.12.2019

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში ავარიის შედეგად დაღუპულები დაახლოებით 17 წლის მოზარდი ბიჭები არიან, მათგან ოთხი მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა. ამ დრომდე ბათუმის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გარდაცვლილების იდენტიფიცირება მიმდინარეობდა.

4 გარდაცვლილი ჩაქვის №1 საჯარო სკოლის მოსწავლე, ხოლო ერთი მათგანი ჩაქვის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლე იყო.

"პრაიმტაიმის" ცნობით, გარდაცვლილები არიან: საბა დიასამიძე, ლუკა ზაქარაზე, ნიკა ბეჟანიძე, გიო ფალავანდიშვილი და გიო არძენაძე. თვითმხილველების თქმით, ისინი მანქანით ხრამში 50 მეტრის სიმაღლიდან გადაიჩეხნენ, რის შედეგადაც ხუთივე დაიღუპა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×