
ბათუმელი, ზურა ბაუჟაძე ფეისბუქში ქობულეთში დღეს მომხდარ ტრაგედიაზე წერს, დღეს ქობულეთში მანქანა ხრამში გადავარდა და ხუთი ახალგაზრდა დაიღუპა:
"ხუთივე მეგობრები იყვნენ,
ხუთივე ერთ სკოლაში დადიოდა,
ერთად ოცნებობდნენ, რომ წელს სკოლის დასრულების შემდეგ ცხოვრებას ერთად გააგრძელებდნენ,
ერთად გადაწყვიტეს ბუნებაში ქეიფი და რა იცოდნენ, რომ ეს იქნებოდა უკანასკნელი ერთად ყოფნაც და მოახლოენულ სიკვდილთან ერთად შეხვედრაც...
მენანებით, მტკივა ყველა ნორჩი სიცოცხლე...
ხომ შეიძლება უფრო მეტი პასუხისმგებლობა? ხომ შეიძლება ნელა სიარული, რომ მერე თვალებში მუდამ ცრემლი არ გვქონდეს, თავზე შავს არ ვიხურავდეთ!"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე