
გერმანიაში, 36 წლის ქართველი ემიგრანტი ზურა დოლიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს:
„გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი გერმანიაში 36 წლის ზურა დოლიძე. კეთილი და სამართლიანი იყავი ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა ლამაზმა სულმა. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი. "შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.
მეხის გავარდნას ჰგავდა შენი უეცარი გარდაცვალება.
ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? საქართველოდან და ოჯახისგან შორს ყოფნა ვერ გაუძლო შენმა პატარა მაგრამ საოცრად დიდმა და კეთილმა გულმა... ცრემლით და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი ღიმილი და ტკბილი საუბარი. კეთილი და სამართლიანი იყავი და ეჭვი არასდროს შეგვეპარება, რომ ამ სოფლიდან ყველა შემოგაშველებს ლოცვას, ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა ლამაზმა სულმა.
შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა. ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ, ლაღი სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ყოველთვის ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა", - წერს შოთო სიხარულიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე