რეზონანსი
25.12.2019

თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას გზის საფარის განახლება საკუთარი ხარჯებით მოსთხოვა.

მიუხედავად იმისა, რომ მერიამ სამუშაოების პირველი ეტაპი ჩაიბარა, დღეს "დაგი ქონსთრაქშენს" დაგებული ასფალტის საფარის ხარისხი დაუწუნა ვიცე-მერმაც.

დედაქალაქის მთავრობის კრიტიკა გაუგებარი აღმოჩნდა "დაგი ქონსთრაქშენისთვის". კომპანიაში აცხადებენ, რომ გზის ზედაპირთან დაკავშირებით თბილისის განვითარების ფონდმა შენიშვნები მათ 15 დეკემბერს მისცა, რის შემდეგაც კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა.

"დაგი ქონსთრაქშენის" პროექტის მენეჯერი განმარტავს, რომ შენიშვნები გზის საფარის დახრის კუთხეს ეხებოდა, რაც ამ ეტაპზე პრობლემას აღარ წარმოადგენს.

კალაძის განცხადებას ცინიკურს უწოდებენ დედაქალაქის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები.

ოპონენტები თბილისში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე პასუხისმგებლობას მერს აკისრებენ.

ზაარბრიუკენისა და მშრალი ხიდის რეკონსტრუქციისთვის დედაქალაქის მერიამ ბიუჯეტიდან 7 მილიონი ლარი დახარჯა.

სამუშაოების პირველი ეტაპი 9 დეკემბერს დასრულდა. პროექტის საბოლოოდ დასრულების ვადა კი 31 დეკემბერს იწურება.

წყარო: "რუსთავი2"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×