
(რეზონანსი) მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანოს ნინო სურგულაძის ცხოვრებაში არაჩვეულებრივი სიახლეა - ოპერის მომღერალი მალე დედა გახდება. ის ტყუპს ელოდება, რომლებიც გაზაფხულზე დაიბადებიან.
მას შემდეგ, რაც სურგულაძემ ახალი ამბავი ტელეკომპანია "მთავარის" დილის გადაცემაში გაამჟღავნა, საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა საყვარელ მამაკაცთან ერთად გადაღებული ფოტოები.
ოპერის მომღერლის რჩეული იურისტი გიორგი ინწკირველია. ის ცნობილი იურისტისა და მეცნიერის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის გივი ინწკირველის შვილიშვილია.
უცნობია, როდის დაიწყო წყვილის სიყვარულის ისტორია, თუმცა მათ ცხოვრებაში უკვე სასიხარულო სიახლეა და მალე ისინი მშობლები გახდებიან.
ნინო სურგულაძის პოსტს "ფეისბუქზე" უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. წყვილს ულოცავენ და ბედნიერებას უსურვებენ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე