რეზონანსი
26.12.2019

(რეზონანსი) ოპოზიცია გაცეცხლებულია იმიტომ, რომ მიუხედავად იმ პრობლემებისა, იმ გამოწვევებისა, რაც არის დედაქალაქში და ქვეყანაში, მაინც ხედავენ, რომ კახა კალაძე არის რეიტინგებში ერთ-ერთი პირველი, რადგან რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ვაკეთებთ ხარისხიანად, - ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ კომისიების გაერთიანებული სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია „გაცეცხლებულია" სწორედ იმ მიზეზით, რომ ყველაფერი, რაც კეთდება, ხარისხიანად კეთდება.

„რატომ არის, რომ ოპოზიცია გაცეცხლებულია? იმიტომ, რომ ჩვენ, მიუხედავად იმ პრობლემებისა, იმ გამოწვევებისა, რაც არის დედაქალაქში და ქვეყანაში, მაინც ხედავენ, რომ კახი კალაძე არის რეიტინგებში ერთ-ერთი პირველი. რატომ? იმიტომ, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ვაკეთებთ ხარისხიანად, მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებს. იქ, სადაც შესაქებია, ჩვენ გავდივართ და ვაქებთ იმ ადამიანებს, იმ კომპანიებს, მაგრამ იქ, სადაც შენიშვნაა საჭირო, არც ამას ვერიდებით, მათ შორის აეროპორტის გზაზე იყო გარკვეული ხარვეზები, მივდივართ და ვუთითებთ, ისევე, როგორც ვთქვათ, გუშინ მშრალ ხიდზე. არ გვაქვს ჩვენ ეს კომპლექსი და პრობლემა. ჩვენ ვითხოვთ ხარისხს, შესაბამისად, ამას ბოლომდე გავაკონტროლებთ. ეს არის, რომ ამათ აცოფებთ. თბილისი მოგეწონათ, რუსთაველის გამზირი, განათებები? მე ძალიან მომწონს. უმრავლესობას მოსწონს, რადგან ვცდილობთ, დედაქალაქის მცხოვრებლებს უფრო გავულამაზოთ ახალი წლის დღეები", - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×