რეზონანსი
26.12.2019

(რეზონანსი) არჩევნების წელი მოდის და ხელისუფლებამ კბილები დაგვანახა,- ამის შესახებ „ტვ პირველის" დირექტორმა ინგა გრიგოლიამ ტელეკომპანიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

ინგა გრიგოლიას თქმით, ხელისუფლებამ იმ ტელეკომპანიაბესაც უნდა მოსთხოვოს პასუხი, რომლებსაც დიდი დავალიანება აქვს.

„ეს ყველაფერი უკავშირდება თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ განხორციელებულ შტურმს. 2020 წელი მოდი, არჩევნების წელი და კბილები დაგვანახეს, მაგრამ ეს ჟურნალისტებისთვის არის გაასმაგებული მოტივაცია, ნუ მერე რა?! გავიჭირვებთ რამდენიმე თვე, სამაგიეროდ უფრო მოტივირებულები დაგიბრუნდებით მომავალი წლიდან" - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

შეგახსენებთ, რომ 25 დეკემბერს ტელეკომპანიების „რუსთავი2"-ის, „ტვ პირველის" და „კავკასიის" ანგარიშებს ინკასო დაედო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×