
მომღერალ ზურა ხაჩიძეს 41 წელი შეუსრულა. მან მისი სურვილის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა.
ხაჩიძის თქმით, მას ყველაზე მეტად, დაბადების დღის საჩუქრად უფლისგან მისი მეუღლის, ხათუნა ჟორდანიას განკურნება სურს. ასევე მას სიურპრიზი მოუწყეს ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა.
„ამაზე დიდი საჩუქარი რა უნდა მიმეღო ჩემს დაბადების დღეზე! პატარა ანგელოზებმა მომილოცეს დაბადების დღე. დღეს 41 წლის გავხდი! დიდი მადლობა უფალს ყველაფრისთვის, ცხოვრებაში რაც მოხდა ხან წავიქეცი, ხან ავდექი, ბევრი ცუდი ვნახე და ბევრი კარგი. მთელი ჩემი ცხოვრება დანის წვერზე გავლას ჰგავს. სულ სიყვარულს გავცემ და სულ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ. ალბათ თავდაბლობას და სიყვარულს, ალტერნატივა არ გააჩნია. ჩემი დაკვირვებით მხოლოდ აი ეს ბოლო ხანია ძალიან დაუნდობელი და აგრესიულები გავხდით ადამიანები რაც ბუნებრივია არ მომწონს! ბევრის ჩამოთვლას აღარ დავიწყებ ღმერთს მინდა ვთხოვო ჩემს დაბადების დღეზე, რომ ხათუნა ჟორდანია განმიკურნოს, ნინი და ანასტასია მისი მფარველობის ქვეშ ატაროს მუდამ. ჩემს ქვეყანას სიყვარულის კალთა გადმოაფაროს! (რაც ძალიან გვაკლია ბოლო დროს)", - წერს ზურა ხაჩიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე