რეზონანსი
26.12.2019

სამშაბათს, შობის დღეს ბრიტანული ოჯახის სამი წევრი - მამა და ორი შვილი გარდაცვლილი იპოვეს კოსტა დელ სოლის კურორტზე სამხრეთი ესპანეთში, სადაც ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ დასასვენებლად,- განაცხადეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

თვითმხილველთა თქმით, ბავშვების დედა, რომელიც ტრაგიკული შემთხვევის შემსწრე გახდა ლოცულობდა ოჯახის წევრების სიცოცხლისთვის, რა დროსაც ტურისტები ხელოვნურ სუნთქვას უტარებდნენ ბავშვებსა და მამაკაცს.

ტრაგიკული შემთხვევა მაშინ დაიწყო, როდესაც 9 წლის გოგონა ბასეინში ცურვის დროს ცუდად შეიქნა, რა დროსაც 52 წლის მამა და 16 წლის ძმა მის გადასარჩენად გადახტნენ, თუმცა რამდენიმე წამში ორივე მათგანი გაშეშდა და სამივე მათგანი უგონოდ იმყოფებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×