რეზონანსი
26.12.2019

სამოქალაქო აქტივისტი, მანჩო გიორგობიანი, სოციალურ ქსელში, წერს:

"ყურს მომესმა, თუ უტიფარმა მერი იგულავამ რაიო?

2013 წლის მარტში გიგი უგულავას სატელეფონო ხარჯმა 38 ათასი ლარი შეადგინა; უგულავამ 2013 წლის 14 მაისის განკარგულებით, თავის თავს დაუნიშნა ყოველთვიურად დანამატი 4.320 ლარი, 2012 წლის იანვრიდან 2013 წლის ივლისამდე შრომის ანაზღაურებაზე მერიის მიერ დახარჯულია 14.552.873 ლარი, აქედან ხელფასებზე - 4.284.610 ლარი, თანამდებობრივ სარგოზე --1.507.132 ლარი, ხოლო პრემიებზე - 8.761.131 ლარი.

მერიამ ამხანაგობების თავმჯდომარეებისთვის გამართულ ფურშეტებსა და ღონისძიებებზე 480.000 ლარი დახარჯა."

შეგახსენებთ, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ მისი მერობის დროს, ყოველი თეთრი საჭიროების მიხედვით იხარჯებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×