რეზონანსი
27.12.2019

ლიპეცკის ოლქში ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ "პირველ არხს" ლიპეცკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა სატელეფონო საუბრისას განუცხადა.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ თქვენს ადმინისტრაცისთან. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი ადამიანი. დაშავებულები გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებებში. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. დაშავებულებს შორის არის ერთი ბავშვი, რომელსაც აქვს მსუბუქი დაბეჟილობა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა.

ლიპეცკის ოლქში ავტოსაგზაო შემთხვევა ადგილობრივი დროით, 18:40 საათზე სტანოვლიანსკისრაიონის დასახლებულ პუნქტ იარლუკინოსთან მოხდა. 

მოსკოვი-თბილისის რეისი ავტობუსში სულ 19 ადამიანი იმყოფებოდა – ორი მძღოლი და 17 მგზავრი. ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქე იყო.

"ამოქმედებულია ცხელი ხაზი +7 9269262740. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. ასევე საქარველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს გადაწყვეტილებით მგზავრების გადმოსაყვანად რუსეთის ფედერაციის მიმართულებით უკვე გაემართა ორი ავტობუსი“,- აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×