რეზონანსი
27.12.2019

(რეზონანსი) ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი კატეგორიულად უარყოფს, რომ ტელევიზიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მისი წინამორბედი მინისტრი, მამუკა ბახტაძე უცენზურო რეპლიკით მოიხსენია.

მაჭავარიანმა დღეს გავრცელებულ შესაბამის ინფორმაციას „ტყუილი" და „სიბინძურე" უწოდა.

„არავის უკვირს, როცა ჩვენს მედიაში პერიოდულად გაიჟღერებს ტყუილი. ამაზე დიდი ტყუილი და სიბინძურე მე დიდი ხანია არ მომისმენია. მამუკა ბახტაძესა და მისი მინისტრობის პერიოდზე საუბარიც არ ყოფილა, რომ რამე მინიშნება ყოფილიყო", - განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ „ტვ პირველის" დირექტორის, ინგა გრიგოლიას განცხადებით, ივანე მაჭავარიანმა ყოფილ პრემიერს, მამუკა ბახტაძეს უტ**კო უწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×