რეზონანსი
27.12.2019

(რეზონანსი) ზუგდიდის ყოფილი მერი შაბათ-კვირას ციხეს ვეღარ დატოვებს. გადაწყვეტილება პენიტენციურმა დაწესებულებამ მას შემდეგ მიიღო, რას სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია, რომ ლაშა გოგია რესტორანშია.

"ამ ადამიანმა ვერ გამოავლინა ის ქცევა, რაც გულისხმობს დანაშაულის გაცნობიერებას და შესაბამისად, გარეთ გასვლის შეღავათი აქვს გაუქმებული," - განმარტავენ უწყებაში.

ლაშა გოგია ყოფილი ვიცე-მერთან ერთად 2018 წელს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ორივე მათგანი, რამდენიმე კვირაა, ციხეს უქმეებზე სპეციალური პროგრამის ფარგლებში ტოვებდნენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×