
ISET-ის (თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა) მიერ მომზადებული 2019 წლის საახალწლო სუფრის ინდექსით, საახალწლო სუფრის ღირებულება 161 ლარია, რაც წინა წლის ღირებულებასთან შედარებით, 7.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ყველაზე იაფი საახალწლო სუფრა გურიაში ჯდება - 156.9 ლარი, ასევე შიდა ქართლში - 169.7 ლარი. ყველაზე დიდი ზრდა შიდა ქართლშია - წლიურად 19.4%.
2019 წლის დეკემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველა იმ პროდუქტის ფასი გაიზარდა, რომელსაც ორგანიზაცია საახალწლო სუფრის ინდექსის დასათვლელად იყენებს.
ყველაზე დიდი წვლილი ზრდაში ყველის, კარტოფილის, სტაფილოს, კიტრის, რძისა და ხორცის გაზრდილმა ფასმა შეიტანა. ყველის ფასი წლიურად 20%-ით არის გაზრდილი, კარტოფილის 22%-ით, კიტრის 15%-ით, სტაფილოსი 15%-ით, ღორის ხორცის 18%-ით, კალმახის კი 6%-ით.
საახალწლო სუფრის ყველაზე ძვირ ინგრედიენტად ნიგოზი დასახელდა. დეკემბერში ნიგოზის საშუალო ფასი 20 ლარიდან 23 ლარამდე მერყეობდა.