რეზონანსი
27.12.2019

ნიგერიაში ტერორისტებმა 11 მძევალი სიკვდილით დასაჯეს. ამ ინფორმაციას „ბიბისი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მკვლელობის უკან ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახლმწიფოს" მებრძოლები დგანან, რომლებმაც 11 ქრისტიანი მძევლის მკვლელობით ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციაზე შური იძიეს.

ნიგერიის ხელისუფლებას გარდაცვლილების ვინაობა ჯერჯერობით არ დაუსახელებია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში ისლამური სახელმწიფოს ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მოკავშირეებმა სირიაში ავიაიერიშების შედეგად მოკლეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×