რეზონანსი
28.12.2019

34 წლის ქალმა რუსთავში, ე.წ. "სტამბულის" ბაზრობაზე ფული სავსე ჩანთა მოიპარა, რომელშიც რამდენიმე ათასი ლარი იყო, შემდეგ კი XIX მიკრორაიონში ერთ-ერთ მაღაზიაში შეიარა და სალაროდან 600 ლარი მოიპარა.

ფულის დაკარგვის შესახებ დაზარალებულებმა 112-ში მალევე დარეკეს. ქალი რუსთავის პოლიციის თანამშრომლებმა ამხილეს. არსებული ინფორმაციით დამნაშავემ ბრალი აღიარა.

"ინფო რუსთავის" ცნობით, ქალი რამდენჯერმეა ნასამართლევი. აღსანიშნავია ისიც, რომ ქალი ამ დროისთვის 6 თვის ორსულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×