
"ვითიბი" ბანკის მომხმარებელი ქუთაისიდან, რომელიც სულ რაღაც 1 საათის წინ გაქურდეს, შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:
"ამ საახალწლოდ მთელი ჩარიცხული ხელფასი დავკარგე, წამებში გამიქრა თანხა, 1100 ლარი მქონდა ანგარიშზე, რამდენიმე მესიჯი მომივიდა და თანხა აღარ იყო!
დავრეკე "ვითიბი" ბანკში, მიუხედავად იმისა, რომ გვიანი იყო, მეშვიდე ვიყავი მოლოდინის რეჟიმში, ბევრი რეკავდა, როგორც ჩანს - ოპერატორს არ გაუკვირდა, მომახსენა, რომ ვერაფერს გავაწყობ, რადგან ბარათი დაზღვეული არ მქონდა!
გარდა იმისა, რომ საკომისიოებს ვიხდით, კიდევ დაზღვევის ფული უნდა ვიხადო, თუ დაზღვევის ფულს გადავიხდი, დამხვდება ხელფასი ანგარიშზე და თუ არ გადავიხდი - არ დამხვდება?
როცა ბარათი ავიღე, ვინმემ მითხრა, რომ ბანკის ბარათი უსაფრთხო იყო?
დიდი ეჭვი მაქვს, რომ "ვითიბი" ბანკზე განხორციელდა კიბერ შეტევა - ეჭვი მაქვს, ამ ღამით სხვებსაც მოპარეს ფულს - ხოდა, თავად "ვითიბი" ბანკს საკუთარი მომსახურება, სერვერები, მის ანგარიშზე არსებული აქტივები - დაზღვეული აქვს?
თუ დაზღვეული აქვს, მოითხოვოს ანაზღაურება და დამიბრუნოს ჩემი ფული - თუ არ აქვს დაზღვეული, ე.ი. მისი ბრალია და მისი ჯიბიდან დამიბრუნოს, მე რატომ უნდა დავრჩე ხელფასის გარეშე ახალ წელს?
ფული მომპარეს და მესიჯები მომდის, რომ რუსეთში მოხსნეს თანხა!!!
"ალია"
