თამთა ჩაჩანიძე
28.12.2019

 დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებას ბოდვას უწოდებს და ამბობს, რომ მის წინაღმდეგ ბრალდებები ადრეც იყო და ახალი არაა.

სოფო კილაძის განცხადებით კი, კითხვები ბესელიას კორუფციულ საქმიანობაზე მაშინ გაუჩნდა, როცა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე გახდა და ეს კითხვები დასვა უმრავლესობის ერთ-ერთ სხდომაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილმა მას სთხოვა, კითხვების დასმა შეეწყვიტა. თუმცა, დეპუტატი აქვე აცხადებს, რომ გამოძიება ამ საკითხზე მაშინ უნდა დაინტერესებულიყო, როცა ეკა ბესელია ხელისუფლებაში იყო.

უმრავლესობის დეპუტატი კობა კობალაძე აცხადებს, რომ ეკა ბესელიას კორუფციულ საქმიანობაზე საქმის კურსში არაა, თუმცა მიიჩნევს, რომ რადგან კილაძემ თქვა, ალბათ ჰქონდა თქმის საფუძველი.

„მე რატომ უნდა მქონდეს ან ინფორმაცია, ან რატომ უნდა ვიყო ცნობისმოყვარე ამ მიმართულებით?! მე არ მგონია, რომ მთლად გასულები ვიყოთ მომსახურების საწყისიდან და არ ვიცოდეთ რაზეა სუბარი. ეს სამართლებრივი ქვეყანაა და ჩემი აზრით, ალბათ არაა სიტყვების უბრალოდ რახარუხი. ადამიანმა თქვა და ალბათ აქვს რაღაც სათქმელი, მარტო თქმა არაა, ამას ხომ უნდა მტკიცებულებები და ა.შ. სხვა რა გელაპარაკოთ იმაზე რაც არ ვიცი?" - განაცხადა კობალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×