„კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელებას არ ვაპირებ. თვითონ დაასახელოს, შესაძლოა იცის კიდეც. არ ვიცი ზუსტად იცის თუ არა, მაგრამ როცა დრო დადგება, მაშინ დავასახელებთ," - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუა არეშიძე ცხინვალის ციხიდან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას.
არეშიძე მიიჩნევს, რომ კონკრეტული შედეგი საქართველოს ხელისუფლების ეფექტური მუშაობის, საერთაშორისო ზეწოლის და გარკვეული პიროვნებების ჩართულობით დადგა.
„მე რასაკვირველია ვიცი ვინ იყო ჩარეული და როგორ მოხდა ეს ამბვი, მაგრამ მოდით ასე ვთქვათ, რომ საერთაშორისო ზეწოლამ,საქართველოს ხელისუფლების ეფექტურმა მუშაობამ, ამ საქმეში გარკვეული პიროვნებების ჩართულობამ, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ და ასევე, წარმოიდგინეთ, რომ თვითონ სეპარატისტულ რეგიონშიც, საბოლოო ჯამში ეს შედეგი გამოიღო.
„კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელებას არ ვაპირებ. თვითონ დაასახელოს, შესაძლოა იცის კიდეც. არ ვიცი ზუსტად იცის თუ არა, მაგრამ როცა დრო დადგება, მაშინ დავასახელებთ", - აცხადებს არეშიძე.
ექიმი გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი ამ ბრალდებას არ აღიარებდა. მას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 20 დეკემბერს ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა.