
საქართველოში ცხოვრობს ძაღლი გერმანული ბოქსიორი, რომელიც ერთი წლის ასაკში 4 ქვეყნის, საქართველოს, ბელორუსის, ლიტვისა და რუსეთის ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა.
მისი მფლობელი გიორგი ნიორაძეა, რომელმაც გუშინ საკუთარ ფეისბუქზე ინფორმაცია გააზიარა. როგორც გავარკვიეთ ძაღლმა სახელად ევამ ერთი თვიანი საგამოფენო ტურნეს ფარგლებში საგზაო და საჰაერო ტრანსპორტით 6000 მილი დაფარა, სამ ქვეყანას ესტუმრა და სამივე ქვეყნის ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა.
გამოფენები სმოლენსკში, მინსკში და ვილნიუსში გაიმართა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 2000 ძაღლზე მეტი კონკურსანტი მონაწილეობდა, ქართველმა ევამ საკუთარ ჯიშია ახალგაზრდა ძაღლების კონკურსში უპირობო გამარჯვება მოიპოვა. ახლა ევა მადრიდისთვის ემზადება სადაც აპრილში ძაღლების ფსოფლიო გამოფენა იმართება.
წყარო: ნიუპოსტი


სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე