„გახარიას თალაკვაძით ჩანაცვლება აბსურდად მიმაჩნია იმიტომ, რომ თალაკვაძე ის პიროვნება არაა, რომელმაც შესაძლოა რაღაც იმედები გააღვიძოს. შესაძლოა გახარია გასაშვებია, მაგრამ არა თალაკვაძით. ჩემი აზრით, ეს არასწორი სვლა იქნება ივანიშვილის მხრიდან," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, „ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრემიერის პოსტზე გიორგი გახარია შესაძლოა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ შეცვალოს.
მედიასაშუალების ცნობთ, გახარიას გადაყენების მიზეზი ივანიშვილთან მისი უთანხმოებაა, რომელიც 20 ივანისის მოვლენებს უკავშირდება. თალაკვაძე კი სამთავრობო ცვლილებებს უარყოფს და ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, გუნდში კონსულტაციები არ მიმდინარეობს.
ძაბირაძე მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილმა ზემოაღნიშნული ცვლილება მართლაც განახორციელა, ეს „ოცნებას" არანაირ პოლიტიკურ სარგებელს არ მოუტანს.
„პოლიტიკურ რეალობაში ეს ცვლილება რა თქმა უნდა არაფერს არ მოიტანს, ეს ერთმნიშვნელოვანია, მით უმეტეს ეს გადაწყვეტილება „ოცნების" სასარგებლოდ არ იქნება. გახარიას გადაყენება აღქმული იქნება, როგორც ხელისუფლებაზე ზეწოლის შედეგი.
„მან შესაძლოა ასეთი სვლა გააკეთოს, მაგრამ დღეს და ხვალ არ ველოდები, თუმცა მას აქვს ასეთი ჩვევა ხოლმე, რომ საახალწლოდ რაღაც სიურპრიზები შემოგვთავაზოს. თუ არ ვცდები, ღარიბაშვილიც ახალი წლის წინა დღეებში გადააყენა. უფრო სადღაც თებერვლის ბოლოსთვის, ან მარტისთვის ველოდები, რომ ასეთ ცვლილებებს განახორციელებს.
„ქართულ ოცნებას" არა მხოლოდ სკადრო ცვლილებები სჭირდება, არამედ სხვა ცვლილებებიც. „ოცნებაში" არ მოიძებნება ის პიროვნება, რომელსაც მეტ-ნაკლებად რეიტინგი ექნება, უპირველეს ყოვლისა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში.
„ასეთი კადრი პირადად მე „ოცნებაში" არავინ მეგულება. „ქრთული ოცნების" გარეთ თუ ვინმეა, ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ ვინც პოლიტიკაშია ჩართული, ან ჩრთვა უნდოდა, თითქმის ყველა უკვე გადანაწილებულია. ერთი-ორი კაცი შეიძლება მოძებნო, მაგრამ მათ უკვე არჩვანი გაკეთებული აქვთ", - აცხადებს ძაბირაძე.
მისივე თქმით, მმართველი პარტიისთვის მხოლოდ საკადრო ცვლილებები საკმარისი არაა, რადგან მათ მოსახლეობაში ნდობა აქვთ დაკარგული.
„მხოლოდ საკადრო ცვლილებები „ოცნებისთვის" საკმარისი არაა. ივანიშვილმა მოსახლეობას ისეთი რაღაც უნდა შესთვაზოს, რომ მოსახლობაში გააღვივის და გააჩინოს იმედი, მომავალი არჩევნებითვის და ხვალინდელი დღისთვის. დღეს „ქრთული ოცნებისთვის" ყველზე დიდი მოწინააღმდეგე არის არა „ნაციონალური მოძრაობა" ან მთლიანობაში ოპოზიცია, არამედ ის, რომ მისადმი ნდობა და იმედი დაკარგა მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ და „ოცნებას" მხოლოდ იმ ადამიანების მხარდაჭერა შერჩა, ვინც პირადად არინ დაინტერესებულები, რომ „ოცნება" ხელისუფლებაში იყოს.
„ამიტომ გახარიას თალაკვაძით ჩანაცვლება აბსურდად მიმაჩნია იმიტომ, რომ თალაკვაძე ის პიროვნება არაა, რომელმაც შესაძლოა რაღაც იმედები გააღვიძოს. შესაძლოა გახარია გასაშვებია , მაგრამ არა თალაკვაძით. ჩემი აზრით, არასწორი სვლა იქნება ივანიშვილის მხრიდან," - განაცხადა ძაბირაძემ.