რეზონანსი
28.12.2019

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, უკანონო პატიმრობიდან ქართველი ექიმის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ოსურ მედიაში გავრცელებუილ ინფორმციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ბიბილოვმა რომ ვაჟა გაფრინდაშვილი შეიწყალა, ისე მომინდა შევუქო საქციელი, - ყოჩაღ ბიბილოვ, მოწყალე ღმერთუნიობანას თამაში არ ჯობს მრისხანე ღმერთუნიობანას თამაშს? მრისხანე და გაბრაზებული ღმერთი კი არა, ადამიანიც სასაცილოა. აი, როცა ბრაზდები, სარკეში უნდა ჩაიხედო, რანაირად ხარ დაღმეჭილი და მაშინვე გაასწორებ სახეს, ან თუ ცოტა მეტი ინტელექტი გაქვს, გაგეცინება კიდეც. გაბრაზებულ სახეს ხმასაც თუ გამოურთავ, საერთოდ გაიგუდები სიცილით.

მოკლედ, დღეს აშკარად ცოტა ნაკლებად სასაცილო ბიჭია ჩვენი დეფაქტური გუბერნატორი. პანთეონის სხვა ღმერთუნიებსაც გეხებათ," - წერს ფსიქოლოგი.

ოსურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა უკანონო პატიმრობაში მყოფი ქართვლი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი შეიწყალა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×