რეზონანსი
28.12.2019

ჟურნალისტი, შორენა მარსაგიშვილი, სოციალურ ქსელში ორი ჯკარისკაცის ფოტოს აქვეყნებს და თან ისტორიას ყვება:

"მარტვილის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში დღეს ერთი ქალბატონი შევიდა, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა. იქ მყოფთა ნაწილმა ამ ქალის დანახვაზე სიცილი დაიწყო. იქ ორი ახალგაზრდა ბიჭი იყო, ორივე ჯარისკაცი. მათ ეს ქალბატონი დააპურეს და დაეხმარნენ..

თითქოს ხომ არაფერი, მაგრამ მაინც კარგი ამბავია.

ამ ბიჭების ვინაობა აკო ქიქავამ დამადგენინა და მათი ფოტოებიც აკომ მომაწოდა. ეს კარგი ბიჭები ალექსი კვეკვეცია და ბექა კინტირაია არიან.

ჯარისკაცებს განა რა შემოსავალი ექნებათ, მაგრამ რაც აქვთ არ დაენანათ.

მადლობა ბიჭებო <3"

ვისაც შეგვიძლია სხვისი დახმარება არ დაგვენანოს"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×