რეზონანსი
28.12.2019

 ჟურნალისტი, ზაზა სვანაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

"მიგაჩნიათ თუ არა გამართლებულად, ბავშვებს სოციალურად შეჭირვებული ოჯახებიდან, სახის დაფარვის გარეშე რომ ალაპარაკებენ ვიდეოებში, თუ როგორ შიათ, როგორ წყურიათ, როგორ არ აქვთ ჩანთა და ფეხსაცმელი სასკოლოდ, როგორ ჩამოსდით წყალი საძინებელში და აშ.. ?

მგონია, რომ ნელ-ნელა საზოგადოება ვიზრდებით, ნუ უნდა გავიზარდოთ, უნდა შევეცადოთ და ვხედავ რომ ამის ნაცვლად რაღაც მარაზმები კვლავაც ხდება ინტერნეტსივრცეებში !

ის რაც გუშინ ნორმად ითვლებოდა, დღეს უფლებების დარღვევაა, და ამას ვერ ათვიცნობიერებენ ის ორგანიზაციები, რომლებიც საქველმოქმედოთ მოსაკრები ფულის გამო, ცრემლიან ბავშვებს გვაჩვენებენ.

იქნებ სულაც არ ესიამოვნოს იმ ვიღაც X ბიჭს ან Xგოგონას რომ გაიზრდება, ოდესღაც, კადრში თავის შიმშილზე რომ საუბრობდა, ვიღაც მოჟურნალისტო და მოქველმოქმედო დეიდასთან ?!

აქ გამოქვეყნებული ვიდეოები და ფოტოები, 10-15 და მეტი წლით არქივდება ამ სივრცეში და იფიქრეთ იმაზე, რომ ვინმე თვითმკვლელობამდე არ მიიყვაანოთ ოდესმე !"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×