რეზონანსი
29.12.2019

(რეზონანსი) "არ შიძლება ხალხს არწმუნებდე, რომ მოითმინონ ყველაფერი, ეს ხელისუფლება მოითმინონ იმისთვის, რომ სამოთხეში მოხვდნენ", - ამის შესახებ, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა "გიორგი თარგამაძის" ფორმულაში განაცხადა.

"მინდა, მივმართო საპატრიარქოს, მეგობრებო, ძვირფასებო, ჩვენო სულიერო მოძღვრებო. ნუ დაცილდებით ღმერთს! ღმერთისტები იყავით და არა ჯიბისტები!

ნუ გადააქცევთ საპატრიარქოს სავაჭრო ცენტრად და პოლიტიკურ პარტიად. ღმერთი ამისთვის ყველას დაგვსჯის!. არ შიძლება ხალხს არწმენებდე რომ მოითმინონ ყველაფერი, ეს ხელისუფლება მოითმინონ იმისთვის რომ სამოთხეში მოხვდნენ და თქვენ აქ იწყობდეთ სამოთხეს! მიწიერ სამოთხეს. ბიზნესის წილში იყოთ", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×