
(რეზონანსი) სამეგრელოში, სოფელ შამგონაში "ქართული ოცნების" დეპუტატის სახლში 31 წლის ქალი ჩამომხრჩვალი იპოვეს. ცხედარს მაჟორიტარმა ზაზა ხუბუამ მიაგნო.
ახლობლების თქმით, სამი შვილის დედა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო. ქალს მეუღლე სისტემატიურად სცემდა.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის მოგვარებაში ჩართული იყო "ოცნების" დეპუტატი, რომელიც ოჯახის ახლობელი გახლავთ. ბოლოს სამი შვილის დედა სწორედ მაჟორიტარის სახლში ნახეს. ქალი ოჯახის ახლობელს დახმარებას სთხოვდა. რამდენიმე საათში კი ის გარდაცვლილი იპოვეს.
თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და აცხადედებენ, რომ სამი შვილის დედას ცემის შედეგად უმძიმესი დაზიანებები აქვს.
„არსებობს მოსაზრება, რომ თავი ჩამოიხრჩო. მაგრამ, მას თავი არ მოუკლავს. მოკლეს და ჩამოკიდეს. ურთიერთ შელაპარაკება ჰქონდათ. საცემად მოსდევდა, მეზობელთან შევიდა, რომელმაც არ შეიფარა.
თავზე აქვს ჩალურჯებები და ზურგზეც ეტყობა ძალადობის კვალი", - ამბობს გარდაცვლილის ძმა ნუკრი მიქავა „მთავარ არხთან".
გარდაცვლილის ქმარი კი მიმალვაშია, მას პოლიცია ეძებს.