თამარ შუკვანი
29.12.2019

მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე" ლიანდაგებში შუახნის მამაკაცი ჩავარდა. თვითმხილველთა გადმოცემით, ეს თვითმკვლელობის მცდელობა იყო. როგორც შსს-ში „რეზონანსს" განუცხადეს, გამოძიება 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მამაკაცი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

მამაკაცი რელსებში მაშინ ჩავარდა, როდესაც მატარებელი მოდიოდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა.

„კაცმა თვითმკვლელობა სცადა, მატარებელი მოდიოდა და ჩაუხტა. ჯოხი და ჩანთა ჰქონდა, მან თქვა - „ყველას ბოდიშს გიხდით, ვისაც გული გატკინეთ". ეს თქვა და გადახტა. მან თვითმკვლელობა სცადა," - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

ჯერჯერობით უცნობია რამ უბიძგა შუახნის მამაკაცს ამ ნაბიჯისკენ. შსს მის ვინაობას და მასთან დაკავშირებით სხვა დეტალებს არ ასაჯაროვებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×