
(რეზონანსი) წინა ხელისუფლების დროს ვაზი იჩეხებოდა, ბატონი ბიძინა კი ვაზს ახარებდა, - ამის შესახებ, განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, ანზორ ერქომაიშვილის სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაციაზე, განაცხადა, რომელსაც „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.
"ყველია ადამიანი, რომელიც აგროვებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი კულტურის საუნჯეს და თვალისჩინივით უფრთხილდება მას, ჩემთვის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილია. ასეთი ადამიანია სწორედ ჩვენი დიდი ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი, ასეთი ადამიანია ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ საშვილიშვილო და პატრიოტული საქმეების კეთების გარანტად დგას",-ამბობს ჩხენკელი.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, წინა ხელისუფლების დროს ვაზი იჩეხებოდა, ბიძინა ივანიშვილი კი ახარებდა.
"დიახ, დიახ, როდესაც, წინა ხელისუფლების დროს ვაზი იჩეხებოდა, მაშინ ბატონი ბიძინა ახარებდა ვაზს. უფასოდ არიგებდა ნერგებს, მომავალ თაობებს უნიკალურ ჯიშებს უნარჩუნებდა",-ამბობს მიხეილ ჩხენკელი.