რეზონანსი
29.12.2019

(რეზონანსი) „ნუ უყიდით შვილებს ასაფეთქებლებს", - ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" განაცხადა.

„მარიამ ჯაშის ინიციატივით, პიროტექნიკის არასრულწლოვნებისთვის მიყიდვა აიკრძალა, მაგრამ მთავარია, კანონმა რეალურად იმუშაოს და ჩვენც ავუწყოთ ამას ფეხი.

ბევრად უფრო შედეგიანი იქნება, თუ თითოეული მშობელი 15-20 წუთს დაუთმობს თავის შვილს და აუხსნის, რამდენად სახიფათოა ასაფეთქებლების გამოყენება, მაგრამ ხშირად სწორედ უფროსები უშვებენ შეცდომას.

ასე რომ, ფრთხილად მშობლებო, განსაკუთრებით ახალი წლის დღეებში. ნუ უყიდით შვილებს ასაფეთქებლებს. თუ მაინცდამაინც გინდათ. ზეიმზე სილამაზე შემატოთ, აუცილებლად წაიკითხეთ ინსტრუქცია და დაიცავით უსაფრთხოების წესები! ერთმანეთს ჩურჩხელითა და გოზინაყით მიულოცეთ - უფრო უსაფრთხოა", აღნიშნავს გუგა ქაშიბაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×