რეზონანსი
29.12.2019

26 წლის ბექა ნათელაშვილი ბოლო დროს აქტიურადაა ჩაბმული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში.

ამის გამო ორჯერ დააკავეს, თუმცა ხელწერილით გამოუშვეს. მიაჩნია, რომ მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტობა მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა და იმავდროულად, ქვეყნისთვის საჭირო.

- მამას რა რეაქცია ჰქონდა შენს დაკავებაზე?- მამას არ გაჰკვირვებია ჩემი დაკავება. ყველამ იცის, რა სიტუაციაცაა საქართველოში და გაკვირვებას არ იწვევს დაკავება. უბრალოდ, მშობელი მაინც ნერვიულობს და ეს ბუნებრივია. მამასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს და არც „შებოჭილი" ბავშვობა მქონდა.

- რას ნიშნავს შენთვის, შალვა ნათელაშვილის შვილობა?- შალვა ნათელაშვილის შვილობა, პირველ რიგში, ნიშნავს დიდ პასუხისმგებლობას. კი ვარ დამოუკიდებელი ინდივიდი, მაგრამ ჩემ უკან დგას ოჯახი და შალვა, რომელიც არის პოლიტიკოსი, პარტიის თავმჯდომარე და რომელსაც იცნობს ხალხი. ამიტომ, ჩემი მხრიდან საჭიროა მეტი მოზომილობა მოქმედებებში, რომ არ დაზარალდეს მამა, პარტია ან მეგობრები. ხომ ამბობენ, ყველა ადამიანი, თავისი ოჯახის სახეაო? ჰოდა, ყველამ უნდა იფიქროს, რამეს რომ სჩადის, მის გარემოცვას, მეგობრებსა და ოჯახს სცეს პატივი. ამიტომ, უნდა ვიყოთ გულწრფელები და მართლები. შალვა ჩემთვის კარგი პოლიტიკოსი, კარგი მამა და კარგი მეგობარია - სამივე ერთად. პირად ურთიერთობებზეც ვსაუბრობ მასთან და არასდროს იცის დეტალებში ჩაღრმავება.- ამერიკაში სწავლობდი და როგორც ვიცი, საკმაოდ კარგ მომავალს გიწინასწარმეტყველებდნენ. რატომ გადაწყვიტე სამშობლოში დაბრუნება, პოლიტიკურ ქაოსში ჩაბმა და უარი თქვი მშვიდ კარიერაზე?- ჩემი ოჯახი მომხრე იყო, უცხოეთში მიმეღო განათლება, თუმცა, მე არასოდეს მქონია ქვეყნის დატოვების სურვილი. კარგია, თუ სწავლას უცხოეთში გაიღრმავებ, მაგრამ აუცილებლად უნდა დაბრუნდე, რომ საქართველო ნიჭიერი ახალგაზრდებისგან არ დაიცალოს. წარმოიდგინეთ, დღეს უცხოეთში გაფრენა 35 ევრო ღირს, იქიდან ჩამოფრენა კი - 150-200 ევრო. არადა, პირიქით, სახელმწიფო უნდა იყოს ორიენტირებული, რომ ქართველები დაბრუნდნენ და ყველა გაქცევაზე არ იყოს. მე ჩემს თავს აქ ვთვლი საჭიროდ და არა უცხოეთში და მინდა, ქვეყნის სწორად განვითარებაში ჩემი პატარა წვლილი შევიტანო.- ამ ბობოქარი პოლიტიკის ფონზე, პირად ცხოვრებაში რა ხდება?- ისეთ ბობოქარ პოლიტიკურ პროცესებში ვარ, რა დროს რომანტიზმი და სიყვარულია? (იცინის) სიყვარულის დრო სულ არის, მაგრამ ჯერჯერობით არ მცალია და მომავალში რა იქნება, ვერ გეტყვით. სიყვარულში ხელოვნურად ვერ დავაჩქარებ პროცესებს, მით უმეტეს, თუ ინტერესის ობიექტიც არ არსებობს.

წყარო: "თბილისელები"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×