რეზონანსი
29.12.2019

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე , მიიჩნევს, რომ თბილისის მთავარი ნაძვის ხე "გემოვნებიანია". ამის შესახებ მან თბილისის მერის, კახა კალაძის ფეისბუქლაივში ისაუბრა.

"ძალიან მაგარია კახი თბილისში. ასეთი სილამაზე, ჩემი აზრით, საამაყოა. არ ვიცი, მსოფლიოს რამდენ დედაქალაქში იქნება ასეთი სილამაზე. გუშინ გამოვიარე პირველის ნახევარზე და გადაჭედილი იყო რუსთაველი. ყველა ცდილობს, რომ ეს სილამაზე ნახოს და ჩვენი ნაძვის ხის კრიტიკოსების საყურადღებოდ, რუსული "იოლკა" ვერ დავდგით, რავიცი. ასეთია, ტრენდული და მართლა გემოვნებიანი. უამრავი ადამიანია და მე მინდა, ასეთი გახარებული იყოთ, მთელი წლის განმავლობაში", - აღნიშნა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×