რეზონანსი
31.12.2019

პარლამენტის წინ კარვები ძალის გამოყენებით აიღეს. სამოქალაქო მოძრაობებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციის გამართვას 12:00 საათზე გეგმავენ.

„შვილმოკლული მამის კარავი აიღეს და ბატუტი დაიდგა, ზვიგენიანი ბატუტი. აბსოლუტურად გაუგონარი ამბავია, სრული მარაზმია. როგორც ჩანს, 31 დეკემბერს ახალ წელს ბევრი ადამიანი იქნება აქ და ეს ახალი წელი იქნება გარდამტეხი არა მარტო „ქართული ოცნებისთვის“, ეს შეუქცევადი პროცესია, არამედ ყველა შემდეგი ხელისუფლებისთვის უნდა იყოს მაგალითი, რომ ასე საკუთარ მოსახლეობას არ უნდა მოექცე. 

მალხაზ მაჩალიკაშვილი პანკისში პატიმრისთვის საჭმლის მოსატანად იყო წასული და იხელთეს დრო. არ შერჩება არც ერთ ხელისუფლებას საკუთარ მოსახლეობასთან ასე მოქცევა. დილის 12:00 საათზე ვიწყებთ და ღამის 12:00-ის შემდეგაც ვაგრძელებთ" - აღნიშნა გიგა მაქარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×