რეზონანსი
31.12.2019

დაწესებულებებში პაციენტთა სატელეფონო კონსულტაცია 24 საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. სასწრაფო დახმარების ცენტრი კი მოუწოდებს მოსახლეობას, გრიპის სიმპტომების აღმოჩენისთანავე პირველადი ჯანდაცვის რგოლს მიმართონ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში ძირითადად ცირკულირებს ორი ტიპის – A და B ტიპის გრიპის ვირუსი, რომელიც შედარებით მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.

"სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიმართ მომართვიანობამ მოიმატა. იქიდან გამომდინარე, რომ ვერ ხერხდება ყველა გამოძახებაზე დროული მისვლა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა თხოვნით, რომ მათ პირველადი ჯანდაცვის ცენტრები დახმარებოდა ამ დღეებში. მოსახლეობაც გაფრთხილებულია, მათ შეუძლიათ მოგვმართონ 24-საათიან რეჟიმში," - აღნიშნა ოჯახის ექიმმა ნანა გუდავაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×