რეზონანსი
31.12.2019

ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა“ ქართული ღვინო საუკეთესოებს შორის დაასახელა. როგორც სტატიის ავტორი ადამ მორგანსტერნი წერს, ქართული ღვინო ერთ-ერთია, რომელიც 2020 წელს აუცილებად უნდა გასინჯო.

ის საქართველოს საინტერესო ქვეყანას უწოდებს, რომელიც ღვინის დაყენების ძველ, რთულ მეთოდებს იყენებს.

მორგანსტერნი მოუწოდებს „ფორბსის“ მკითხველებს, 2020 წელს აუცილებლად ეწვიონ საქართველოს და ღვინის დაყენების უძველს ტრადიციებს ადგილზე გაეცნონ.

სომელიების ჯგუფი, რომელიც სტატიის მომზადებისას გამოკითხეს, მკითხველს ასევე ურჩევენ გასინჯონ ბერძნული, ლიბანური, ამერიკული, ესპანური, ჩინური და სომხური ღვინო.

„2020 წელს მე ვაპირებ გავსინჯო ყურძნის მივიწყებული ჯიშები, რომლებიც ხელახლა აღმოაჩინეს“,- წერს ავტორი. მორგანსტერნი „ხელახლა აღმოჩენილ ღვინოებს“ შორის ასახელებს ქართულ ღვინო „მესხურს“.

მისივე თქმით, 2020 წელს მისი კვლევა დაეთმობა იმ ქვეყნებს, რომლებიც „ღვინის დაყენების უძველესი ისტორიით გამოირჩევიან, თუმცა ამავე დროს ღვინის თანამედროევე ინდუსტრია აქვთ“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×